მალერი გუსტავ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუსტავ მალერი – (7 ივლისი 1860, კალიშტი, ჩეხეთი _ 18. მაისი 1911, ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი.

1875-78 სწავლობდა ვენის კონსერვატორიაში. 1880-იდან დირიჟორობდა ავსტრია-უნგრეთის თეატრებში, 1885-86 პრაღის გერმანულ თეატრში. 1886-88 ლაიფციგში, 1888-91 ბუდაპეშტის სამეფო ოპერის დირექტორი და დირიჟორი იყო. მალერი 1891-97 ჰამბურგის ოპერის პირველი დირიჟორი, 1897-1907 ვენის სამეფო კარის ოპერის დირექტორი, დირიჟორი და რეჟისორია. მალერის სადირიჟორო მოღვაწეობამ მთელი ეპოქა შექმნა მუსიკალური თეატრის ისტორიაში. იგი და ვ.მოცარტის ოპერების გამოჩენილი ინტერპრეტატორი იყო. პირველად დადგა ვენაში პ. ჩაიკოვსკისა და ბ. სმეტანას ოპერები. 1908-09 ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერის“ დირიჟორად მუშაობდა, 1909-11 ხელმძღვანელობდა ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრს. მალერი გამოჩენილი სიმფონისტია. ავტორია 9 მონუმენტური სიმფონიისა (მე-10 დაუმთავრებელი). მალერი სიმფონიებში ფართოდ იყენებდა ვოკალს (სოლისტებისა და გუნდის სახით). სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ვოკალური ციკლები: „მოხეტიალე შეგირდის სიმღერები“, „სიმღერები გარდაცვლილ ბავშვებზე“ და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები