ავტოლიკოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:20, 26 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავტოლიკოსი – (ბერძნ.) ჰერმესისა და ქიონეს ძე, ოდისევსის პაპა.
ავტოლიკოსმა ჰერმესისაგან მიიღო მზაკვრობის ნიჭი და სახელი გაითქვა, ვითარცა დახელოვნებულმა ქურდმა. მას შეეძლო გარდასახვა და ნებისმიერი სახის მიღება, საგანთა გაუჩინარება და გარდაქმნა. სწორედ ავტოლიკოსმა ასწავლა ჰერაკლეს ბრძოლის ხელოვნება.