აი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:48, 26 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აჲ (ბალყ.-ყარაჩ. Ай) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი ქალიშვილი, რომელიც კოშკში ზის, ოქროს ვერძის მატყლს ართავს და ნართების ოქროს ჩამჩას იცავს; უყვარდება იბლისი, რომელიც ლამაზი ჭაბუკის სახეს იღებს, და უშვებს კოშკში. იბლისი იტაცებს ჩამჩასაც და ქალიშვილსაც, რომელსაც ცოლობაზე ვერ ითანხმებს და მთვარედ აქცევს.
ლიტერატურა
- М. Ч. Джуртубаев. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-балкарский героический эпос. Нальчик, 2011.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017