მეცო-სოპრანო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:23, 1 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეცო-სოპრანო – (იტალ.mezzo soprano),
1. ქალის ხმა სოპრანოსა და კონტრალტოს შორის.
2. ამ ხმის მქონე მომღერალი. დიაპაზონი – მცირე ოქტავის ლა, სი ბემოლიდან მე-2 ოქტავის ლა, სი ბემოლამდე. მეცო-სოპრანოსთვის დაწერილი საოპერო პარტიებია: კარმენი (ბიზეს „კარმენი“), ამნერისი (ვერდის „აიდა“), ლიუბაშა (რიმსკი-კირსაკოვის „მეფის საცოლე“), დარეჯანი (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“) და სხვ.