მზე შინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:04, 1 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მზე შინა – ძეობის რიტუალთან დაკავშირებული წარმართობის დროინდელი ქართული ხალხური ორხმიანი სიმღერა, აგრეთვე საწესო ფერხული („სამაიას“ ნაირსახეობა). სიმღერას გაბმული ბანის ფონზე მონაცვლეობით ასრულებდა 2 ქალი. ამას მოსდევდა ღამისთევა გართობა-თამაშით. მესამე დღეს ბავშვის დედას ტახტრევანზე დააწვენდნენ. იწყებოდა მილოცვები სიმღერით. სიმღერითვე მიმართავდნენ მზეს. „მზე შინა და მზე გარეთა, მზე შინ შემოდიო...“ ცეკვავდნენ ფერხულს ამ სიმღერის ფონზე. სასიმღერო რიტმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ (გურული 6/8, მეგრული 2/4), ცეკვა ნარნარი ხასიათისა უნდა ყოფილიყო. ძეობის რიტუალი ორ კვირას გრძელდება.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი