მთიბლური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:12, 2 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მთიბლური− ქართული ხალხური შრომის ლექს-სიმღერა. სრულდება თიბვის დროს. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. თუშურ-ფშაურ-ხევსურული ერთხმიანია, ქართლური და კახური – სამხმიანი. სიმღერის მოტივს გვრინს უწოდებენ. მთიბლურის ცხრამარცვლიანი ტაეპი 2 მუხლისაგან (5-4) შედგება. ეს საზომი დამახასიათებელია უძველეს წარმართულ ხუცობაქადაგებათა და ხმითნატირალთა ტექსტებისათვის, ამიტომ მთიბლურის წარმოშობაც წინაქრისტიანულ ხანას მიეწერება. მთიბლური პირველად დ. არაყიშვილმა ჩაიწერა ხევსურეთში და გამოაქვეყნა კრებულში „გრუზინსკოე ნაროდნოე მუზიკალნოე ტვორჩესტვო“ (1916).
დ. გოგოჭური
გ. ჩხიკვაძე