მინკუსი ლუდვიგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:39, 2 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლუდვიგ მინკუსი − ნამდვილი სახელი ალოიზ ლუდვიგი) (23. III. 1826, ვენა – 7. VI. 1907, იქვე), მევიოლინე და კომპოზიტორი. ეროვნებით ჩეხი (ზოგიერთი ცნობით – პოლონელი), 50-იანი წწ. დასაწყისიდან 80-იანი წწ. ბოლომდე ცხოვრობდა რუსეთში. 1866-72 მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი. 1872-86 მოღვაწეობდა პეტერბურგის საიმპერატორო თეატრების დირექციაში. 1890 შემდეგ ცხოვრობდა ვენაში. პირველი წარმატება მოუტანა ბალეტმა „ნაკადულმა“ (1866, ლ. დელიბთან ერთად). 1869 მოსკოვის დიდ თეატრში შედგა მინკუსის ბალეტტი „დონ კიხოტის“ (სცენარის ავტორი და ბალეტმაისტერი მ. პეტი პა) პრემიერა. სხვა ბალეტებია: „პახიტა“ (1864), „ფიამეტა, ანუ სიყვარულის დღესასწაული“ (1864), „ბაიადერა“ (1877) და სხვ.