მინორი (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 2 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მინორი − (იტალ. minore <ლათ. minor პატარა), რბილი, დუნე წყობა; კილო, რომელსაც საფუძვლად უდევს მცირე (მინორული) სამხმოვანება და ამ სამხმოვანების კილოური გადახრა. მ. ხასიათდება მაჟორის საპირისპირო, მუქი, სევდიანი ხმოვანებით. მინორისა და მაჟორის კონტრასტი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ესთეტიკურ კონტრასტს მუსიკაში.