მუსიკალური გაფორმება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:16, 3 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მუსიკალური გაფორმება – დრამატული სპექტაკლის, კინოფილმის, რადიოდადგმის, საცირკო წარმოდგენის და სხვ. მუსიკალური თანხლება, მუსიკალური გაფორმება მნიშვნელოვანი ფაქტორია მხატვრული ჩანაფიქრის გასახსნელად. მუსიკალური გაფორმების პირველ თავისებურ ნიმუშს წარმოადგენდა ბერძნული თეატრის გუნდი (ქორო). მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მუსიკალურ გაფორმებას შუა საუკუნეების მისტერიებში. მუსიკალური გაფორმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეა კინოფილმის მუსიკა.
ს. ჟორდანია