მუსიკალური კომედია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:29, 3 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მუსიკალური კომედია − კომედიურ სიუჟეტზე აგებული მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები. ხშირად მუსიკალური კომედია იხმარება ისეთი მუსიკალური სცენური ჟანრების გამაერთიანებელ ტერმინად, როგორიცაა ოპერეტა, ოპერა-ბუფი, ზინგშპილი, კომიკური ოპერა, ვოდევილი. ამ ჟანრს უახლოვდება ქართული კლასიკური კომიკური ოპერა ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“.
მუსიკალური კომედიის პირველი ნიმუში საქართველოში შექმნა ვ. კურტიდიმ − „ხაჯარათი“ (1939). თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა შორის მუსიკალური კომედიის ჟანრს დიდი ადგილი უჭირავს შ. მილორავას და გ. ცაბაძის შემოქმედებაში.