აკჰითუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:25, 26 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკჰითუ – (უგარიტ.) მითოლოგიურ ეპოსში უშვილო მამა დანიილუ დღენიადაგ სწირავს ღმერთებს მსხვერპლს, „კვებავს და ასმევს მათ“. ბაალიც ეხვეწება უზენაეს ღმერთს, ილუს ძე, მიანიჭოს დანი-ილუს. ბოლოს, მას მიეცემა მემკვიდრე – აკჰითუ, რომელიც ძლევამოსილი მებრძოლი გამოვა, ის მოიპოვებს ქუთარვახასისის მიერ დამზადებულ ჯადოსნურ მშვილდს. ქალღმერთი ანათი მოიხიბლება იარაღით და მის სანაცვლოდ სთავაზობს აკჰითუს ჯერ დიდძალ სიმდიდრეს (ოქრო-ვერცხლს), მერე – უკვდავებას და ბოლოს – თავის სიყვარულს, მაგრამ აკჰითუ უარზეა, არ უთმობს მას თავის საამაყო საჭურველს. ბოლოს, შეურაცხყოფილი და განრისხებული ანათი კლავს აკჰითუს.
დანი-ილუ კვლავ უძეოდ დარჩენილი, შვიდ წელიწადს გლოვობს მასზე.