ნოქტიურნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:12, 5 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნოქტიურნი − (ფრანგ. nocturne, სიტყვასიტყვით – ღამისა),
1. XVII საუკუნეში მცირე ზომის პიესების ციკლი (სიუიტის სახეობა) სასულე ან სასულე და სიმებიანი საკრავების
ანსამბლებისათვის.
2. XIX ს-ში მღერადი ლირიკული მუსიკალური პიესა, უმეტესად ელეგიურ-საოცნებო ხასიათისაა. იწერება მდოვრე ან ზომიერ ტემპში. შუა ნაწილი ზოგჯერ მღელვარე, ცოცხალი ხასიათისაა. ნოქტიურნის როგორც ერთნაწილიანი საფორტეპიანო პიესის ჟანრს, საფუძველი ჩაუყარა ჯ. ფილდმა. საფორტეპიანო ნოქტურნის სრულყოფილი კლასიკური ნიმუშები (21) შექმნა ფ. შოპენმა.