ოფენბახი ჟაკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:55, 6 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჟაკ ოფენბახი (ებერშტი)– (20. VI. 1819, კიოლნი – 4. X. 1880, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი (წარმოშობით გერმანელი ებრაელი) და თეატრის დირიჟორი. ოფენბახი კლასიკური ოპერეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. 1833-იდან ცხოვრობდა პარიზში. 1855 დააარსა თეატრი „ბუფ-პარიზიენი“ (ხელმძღვანელობდა 1861-მდე), ოფენბახს პოპულარობა მოუტანა ოპერეტებმა: „ორფევსი ჯოჯოხეთში“ (1858, II რედაქცია 1874, „მშვენიერი ელენე“ (1864), „ლურჯწვერა“ (1866), „პერიკოლა“ (1868), „მადამ ფავარი“ (1878). ოფენბახი ავტორია აგრეთვე ოპერისა „ჰოფმანის ზღაპრები“ (1881). მან დაწერა 100- ზე მეტი ოპერეტა. თბილისში დაიდგა ოპერეტები: „მშვენიერი ქართველი ქალები,“ „პარიზული ცხოვრება,“ „ყაჩაღები“, „პერიკოლა“ და სხვ. ოპერა „ჰოფმანის ზღაპრები“.