პენდერეცკი ქშიშტოფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:01, 6 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქშიშტოფ პენდერეცკი

ქშიშტოფ პენდერეცკი – (25 ნოემბერი 1933, დემბიტა – 29 მარტი 2020, კრაკოვი), პოლონელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი. ა. მალიავსკისა და ს. ვეხოვიჩის მოწაფე. 1959-იდან ასწავლიდა კრაკოვის უმაღლეს სამუსიკო სკოლაში (1972-იდან რექტორი), აგრეთვე ესენში (გფრ 1966-68), უფრო გვიან იელის უნივერსიტეტში (აშშ). თანამედროვე პოლონური საკომპოზიციო სკოლის ლიდერი. თავის შემოქმედებაში მიმართავს „მარადიულ“ ჰუმანისტურ თემებს. მისი მუსიკა ემოციური სიმძაფრით, ექსპრესიულობით გამოირჩევა, 50-60-იან წლებში ეწეოდა ექსპერიმენტებს სონორიკის სფეროში, ეძებდა გამომსახევლობის უჩვეულო ხერხებს („ხიროსიმის მსხვერპლთა გახსენება“, ალტის კონცერტი, საკულტო ნაწარმოები). ამევე დროს მიმართავს ტრადიციულ ჟანრებსა და ფორმებს („ლუკას პასიონი“, „მაგნიფიკატი“, „პოლონური რეკვიემი“). 80-იანი წლებიდან პენდერეცკის შემოქმედება ე.წ. ახალი რომანტიკის სტილისტიკას ავითარებს. პენდერეცკი მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი და უნივერსიტეტებისა და აკადემიის საპატიო წევრია.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები