პიროგოვი გრიგოლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:37, 6 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გრიგოლ პიროგოვი– (12 იანვარი 1885, სოფ. ნოვოსიოლსკი, ახლანდ. რიაზანის ოლქი 20 თბერვალი 1931, ლენინგრადი), რუსი მომღერალი (ბანი). ალექსანდრე პიროგოვის ძმა. 1909 მღეროდა მარიას თეატრში (პეტერბურგი). 1910-20 მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი იყო. წარმატებით ასრულებდა ბანის პარტიებს, განსაკუთრებით რუსულ კლასიკურ ოპერებში.