რაზმაძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე რაზმაძე – (2 თებერვალი 1845, პენზა, – 4 მარტი 1896, მოსკოვი), რუსი მუსიკისმცოდნე, კრიტიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი.

დაიბადა გადასახლებაში მყოფი 1832 წლის შეთქმულების მონაწილის სოლომონ რაზმაძის ოჯახში. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მუსიკალური განათლება მიიღო ლაიფციგის კონსერვატორიაში, სადაც სწავლობდა მ. ჰაუპტმანთან (მუსიკის-თეორიის საგნები) და ი. მოშელესთან (ფორტეპიანო). 1869-75 იყო მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი (ასწავლიდა მუსიკის ისტორიას, ფორტეპიანოს, პარტიტურის კითხვას). განაგებდა მუსიკის ისტორიის კათედრას. როგორც მუსიკის კრიტიკოსი მოღვაწეობდა რუსულ პრესაში (მათ შორის მუსიკალურ ჟურნალებში „Муз. сезон“, „Муз. листок“, „Муз. вестник“). მას ეკუთვნის რუსეთში პირველი მუსიკის ისტორიის წიგნი (სახელმძღვანელო) – „Очерки истории музыки от древнейших времен до половины XIX века в четырех частях с двенадцатью нотными примерами“ (Москва,1888) და სხვ. ავტორია 40 რომანსისა და საფორტეპიანო პიესებისა, აგრეთვე ოპერეტისა „ესპანელი რაინდი სულთანის ჰარამხანაში“.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები