ბალანჩინი ჯორჯ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:26, 7 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორჯ ბალანჩინი

ბალანჩინი ჯორჯ - (Balancin, ნამდვილი სახელი და გვარი ბალანჩივაძე გიორგი მელიტონის ძე) (9(22)I. 1904, პეტერბურგი, – 30.IV.1983, ნიუ-იორკი) ამერიკელი ბალეტმაისტერი, ამერიკული ბალეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1914-21 სწავლობდა პეტროგრადის მარიას თეატრთან არსებულ თეატრალურ სასწავლებელში. მომდევნო წლებში მონაწილეობდა სპექტაკლებში, დგამდა ცეკვებს. 1924-იდან საზღვარგარეთ ცხოვრობს. 1925-1929 იყო პარიზის „ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის“ მთავარი ბალეტმაისტერი, მუშაობდა ფრანგულ დასებშიც.

1933 მიიწვიეს აშშ-ში, სადაც შექმნა საბალეტო სკოლა და დასი (1948-იდან „ნიუ-იორკ სიტი ბალე“). დადგმული აქვს საბალეტო სპექტაკლები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სარგებლობდა უდიდესი შემოქმედებითი ავტორიტეტით. მან შექმნა უსიუჟეტო ე.წ. აბსტრაქტული ბალეტი, რომელშიც განხორცილებული იყო მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპი, რომ ქორეოგრაფიული საშუალებებით მუსიკა გახდეს ხილვადი. თავის დასთან ერთად ორჯერ იყო სსრკ-ში (1962,1972). დაუვიწყარი სპექტაკლები გაიმართა თბილისშიც.

გამოჩენილმა ხელოვანმა დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო საბალეტო ხელოვნებაზე.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დადგმულია ბალანჩინის ბალეტები: ჩაიკოვსკის „სერენადა“ და სტრავინსკის „აპოლონ მუსაგეტი“.

გ. ტორაძე



იხილეთ აგრეთვე

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები