როიალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:17, 8 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
როიალი – (ფრანგ.royal-სამეფო), სიმებიან-კლავიშიანი დასარტყამი – მუსიკალური საკრავი. ფორტეპიანოს ნაირსახეობა, რომლის სიმები, დეკა და მექანიკა განლაგებულია ჰორიზონტალურად. კორპუსის ფრთისებური ფორმა განპირობებულია სიმების ზომებით (მაღალი ბგერებისათვის-მოკლე, დაბალი ბგერებისათვის-გრძელი სიმებით). კაბინეტის როიალი არის პატარა, საკონცერტო როიალი კი დიდი ზომისა.