სოლფეჯიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:56, 10 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სოლფეჯიო – (იტალ. Solfegio<მუს. ბგერებიდან სოლ და ფა),
1. სასწავლო საგანი, რომელიც ემსახურება მუსიკალური სმენის სრულყოფას. ერთხმიანი და მრავალხმიანი ნაწარმოებების ნაწყვეტების ან სპეციალურად დაწერილი სავარჯიშოების სიმღერა უსიტყვოდ, ბგერის სახელწოდებების დასახელებით; აგრეთვე მუსიკალური კარნახის მომენტში აჟღერებული მუსიკალური ნაწყვეტის სმენითი ანალიზი.
2. სპეციალური ვოკალური სავარჯიშოები, უპირატესად, ფორტეპიანოს თანხლებით, რომლებიც ხმოვან ბგერებზე სრულდება (ეწოდება აგრეთვე ვოკალიზი).