ფისჰარმონია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:58, 12 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფისჰარმონია – (ჰარმონიუმი (გერმ. Fisharmonium< ბერძ. physa-საბერველი და harmonia ჰარმონია), სასულე – კლავიშიანი საკრავი. შეიქმნა XIX ს. 10-იან წლებში. ფისჰარმონიის წინამორბედია ე. წ. ორგან-ექსპრესივი, რომელიც გააკეთა ფრანგმა გ. გრენიემ (1810). თანამედროვე ფისჰარმონია ფორმით მცირე ზომის პიანინოს წააგავს. აქვს ფორტეპიანოს კლავიატურა, 6-20 რეგისტრი, რომლებიც ირთვება გამოსაწევი ბერკეტებით. კლავიატურა იყოფა მარცხენა (c 1-e 1) და მარჯვენა (f 1- c 4) ნახევრად. ჟღერს ფოლადის მოძრავი ენაკებიანი თითბრის ფირფიტების მეშვეობით, ენაკები ირხევა საბერველიდან მომდინარე ნაჭირხნი ჰაერით. ჰაერი საბერველში იტუმბება ფეხის პედლების მეშვეობით, ფისჰარმონიის ხმა წააგავს ორგანისას.