ტიგრანიანი არმენ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:01, 13 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არმენ ტიგრანიანი – (14 დეკემბერი 1879, ალექსანდროპოლი, ახლანდ. გიუმრი – 10 თებერვალი 1950, თბილისი), სომეხი კომპოზიტორი, საგუნდო დირიჟორი, პედაგოგი. სომხეთისა (1935) და საქართველოს (1936) ხელოვნების დამსახურებულიმოღვაწე. 1902 დაამთ. თბილისის მუსიკალური სასწავლებელი (ფლეიტის კლასი), კომპოზიციაში მეცადინეობდა მ. ეკმალიანთან, შემდეგ მოღვაწეობდა ალექსანდროპოლში. 1913-იდან ცხოვრობდა თბილისში. არმენ ტიგრანიანი პირველი სომხური ხალხურ-ყოფითი ოპერის „ანუშის“ ავტორია (1912), დაწერა აგრეთვე სასიმღერო დრამა „ლეილი და მაჯნუნი“ (1917), ისტორიულ-პატრიოტული ოპერა „დავით-ბეგი“ (1950) და სხვ.