ქართული ხმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:53, 14 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ქართული ხმები“ – ვაჟთა ვოკალური ანსამბლი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1996), დაარსდა „ჟურნალისტის“ სახელწოდებით. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტთან 1985 (გ. დოლიძისა და თ. ჭკუასელის ინიციატივით). „ქართული ხმები“ 1991 ეწოდა. 1992-იდან ანსამბლის ხელმძღვანელია ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რ. გოგოლაშვილი. ამავე წლიდან ანსამბლი ჩამოყალიბდა ასეთი შემადგენლობით: გ. ჭირაქაძე, დ. აბესაძე (საქართველოს სახალხო არტისტი), გ. დოლიძე, გ. თამაზაშვილი, თ. ჭკუასელი, დ. გოგიაშვილი, ზ. ლოლაძე, ზ. ბოლქვაძე, მ. თალაკვაძე, გ. ჭიჭინაძე, რ. გოგოლაშვილი. „ქართული ხმების“ სიმღერა გამოირჩევა ეროვნული თვითმყოფადობით, მაღალი პროფესიონალიზმით. საქართველოს ყველა კუთხის უძველესი ხალხური სიმღერების გარდა რეპერტუარშია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები. ანსამბლს გასტროლებით შემოვლილი აქვს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. გამოშვებული აქვს მრავალი ფირფიტა, კომპაქტდისკი, აუდიო და ვიდეო კასეტები.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები