შნაბელი არტურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:06, 16 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არტურ შნაბელი – (17 აპრილი 1882, ლიპნიკი ავსტრია – 5 აგვისტო 1951, მორშახი, შვეიცარია), ავსტრიელი პიანისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი. 1925-33 ბერლინის უმაღლესი მუსიკალური სკოლის საფორტეპიანო ოსტატობის კლასის პროფესორი 1933-იდან ცხოვრობდა ინგლისში, 1939-იდან აშშ, 1946- იდან შვეიცარიაში. XX ს. ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი, ბეთჰოვენის, შუბერტის, ბრამსის ნაწარმოებების გამოჩენილი შემსრულებელი, რამდენიმე სიმფონიური და კამერულ- ინსტრუმენტული ნაწარმოების ავტორია. მისი მოწაფე იყო ცნობილი პიანისტი და დირიჟორი კ. ცეკი.