ჩექეჯიანი ოგანეს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:36, 18 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოგანეს ჩექეჯიანი – (23 დეკემბერი 1928, თურქეთი), გუნდის დირიჟორი, პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1978), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975). 1961-იდან ცხოვორბს ერევანში. ამავე წლიდან სომხეთის სახელმწიფო კაპელის მთავარი დირიჟორია, 1982-იდან ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. გამოდიოდა როგორც სიმფონიური დირიჟორი. გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ. 1975 -იდან ერევნის კონსერვატორიის პედაგოგია (1982-იდან პროფესორი).