ჭიაურელი ბორის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:22, 19 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბორის ჭიაურელი – 29 თებერვალი 1916, სოფ. ავლევი, გორის რ-ნი,-24 აპრილი 2001, თბილისი), ქართველი მევიოლინე და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1981).
1943 დამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (პროფ. ა. იამპოლსკისა და ე. გუზიკოვის კლასები). ამავე წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1954-58-პრორექტორი, 1964-დან პროფ. და კამერული ანსამბლის კათედრის გამგე). 1944-1967 იყო სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის ხელმძღვანელი და წევრი (I ვიოლინო). პრაღის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (1950 II პრემია). გასტროლებს მართავდა საზღვარგარეთ. სსრკ სახელმწიფო პრემია (1952). ბორის ჭიაურელის ხანგრძლივმა და ნაყოფიერმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ ღრმა კვალი დატოვა თბ. კონსერვატორიაში.