ჰომოფონია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:41, 20 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰომოფონია – (ბერძ. homos – თანაბარი და phone – ბგერა, ხმა), მრავალხმიანობის ნაირსახეობა, რომელშიც პოლიფონიისაგან განსხვავებით, ერთ-ერთ (უმთავრესად მაღალ) ხმას წამყვანი მნიშვნელობა აქვს. დანარჩენი ხმები კი ექვემდებარება და თან ახლავს მას. ჰომოფონია ჩამოყალიბდა და გავრცელდა აღორძინების ეპოქაში მუსიკის ახალ ჟანრებში — ოპერაში, ორატორიაში, კანტატაში, საკრავიერ მუსიკაში. ჰომოფონიის განვითარების ისტორიაში გამოყოფენ 2 პერიოდს; გენერალ-ბასისა (1600-1750; ამავე პერიოდში მოღვაწობდნენ უდიდესი პოლიფონისტები ი. ბახი და გ. ჰენდელი) და ვენის კლასიკური სკოლისა და მათი გამგრძელებლების (1750-1900) მოღვაწეობის პერიოდს. ჰომოფონიის განვითარებას მოჰყვა კლასიკური ჰარმონიის პრინციპების ჩამოყალიბება.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები