შაირობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:34, 2 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შაირობა – ძველად აღნიშნავდა, საზოგადოდ, ლექსის თქმას: შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი (რუსთ.). ხალხურ სიტყვიერებაში ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა აგრეთვე შაირსიტყვაობა: შაირსიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა. შაირობის ცნება შემდეგში დავიწროვდა და, უმთავრესად, შაირების შესრულების აღმნიშვნელი ტერმინი გახდა:
- შაირობა ღა ლექსობა
- სულ ჩემი მოგონილია.
ჯ. ბარდაველიძე