სავენახო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:12, 5 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სავენახო – ვენახის სამუშაოებთან დაკავშირებული ლექს-სიმღერები. სავენახო გავრცელებული იყო მთელს საქართველოში და სრულდებოდა ვენახის ბარვის, თოხნის, გასხვლის, ყურძნის კრეფისა და სხვა სამუშაოების დროს. თითოეულ მათგანს შესაბამისი ტექსტი გააჩნდა და სრულდებოდა როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად.
ვ. მაცაბერიძე
ლიტერატურა
- ჯამბაკურ-ორბელიანი ა. ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი, ცისკარი, 1861, №1;
- ჩიქოვანი მ, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956;
- ოქროშიძე თ., ქართული ხალხური შრომის პოეზია, 1963.