სულთაკრეფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:58, 5 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სულთაკრეფა –– ხევს. მიცვალებულთა მოსაგონარი დღე. იმართება დიდმარხვაში. ახალი მიცვალებულისთვის აკურთხებენ (დალოცავენ) უხორცო ტაბლას და სასმელს, გამოფენენ და დაიტირებენ მიცვალებულის ტანსაცმელსა და იარაღს, იმართება შეჯიბრება სროლაში (ღაბაჭი), ძველი მიცვალებულებისთვის ამ დღეს ოჯახებში ილოცება საოჯახო სუფრა.
დ. გოგოჭური
ლიტერატურა
ს. მაკალათია, ხევსურეთი, 1935.