კალიფსო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:08, 27 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კალიფსო – ბერძნ. ნიმფა, ატლასის ასული. კალიფსო ზღაპრულ ოგიგიაზე ცხოვრობდა. ეს იყო კუნძული, რომელზეც გამორიყეს ზვირთებმა ოდისევსის ნაზღვაურალი ხომალდი. კალიფსოს უყვარდა ბერძენი გმირი და დიდხანს (შვიდი წელი) ჰყავდა თავის დიდებულ სასახლეში. ჰპირდებოდა უკვდავებას, ბედნიერებას. მაგრამ ოდისევსს შინდაბრუნების სევდა აწვა. ამას ნიმფაც გრძნობდა და ამიტომაც დამორჩილდა ზევსის ბრძანებას, გაეთავისუფლებინა გმირი. ის დაეხმარა ოდისევსს ხომალდის აგებაში და საგულდაგულოდ აღჭურვა კიდეც ხანგრძლივი მოგზაურობისათვის. ოდისევსისგან კალიფსოს ორი ძე ჰყავდა.