ყუვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:11, 6 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყუვი – ხევს. რითმა. ყუვის დაცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სახალხო მთქმელები. კაფიობაში, მაგალითად, მეტოქეს უფლება არა ჰქონდა „სხვა ყუვზე შეემღერნა“, მიელექსა. პაექრობისას თუ გამოყენებული იყო ადრე სხვადასხვა რითმაზე ნათქვამი ლექსები, მაშინ დასაშვებად თვლიდნენ ყუვის გამოცვლას.
- სხვას ყუვზე გადავაქციოთ
- ლექსმ რო ლექს გააგრძელასა.
გ. შეთეკაური