შავერდაშვილი ყაყიჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:16, 6 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყაყიჩი შავერდაშვილი – ხალხური ლექსის გმირი. დაქირავებული მეცხვარე. თავი გამოიჩინა მარბიელ თათართა წინააღმდეგ ბრძოლაში. ლექსის ერთი საუკეთესო ვარიანტი ვაჟა-ფშაველას ჩაუწერია.
ლიტერატურა
- ქს. სიხარულიძე, ქართველი სახალხო გმირები, 1952 წ.;
- ნ. შამანაძე, მეკობრეობის ასახვა მწყემსთა პოეზიაში ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომები, ტ. III, 1964.