შირიმშო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:35, 9 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შირიმშო – საბავშვო თამაშობა. წარმომავლობა და თავდაპირველი მნიშვნელობა დაუდგენელია. ფიქსირებულია 1968 წელს სოფელ დიდაჭარაში და 1969 წელს – ვერხვნალში (ხულოს რ.).

წილისყრის შემდეგ ერთი მოთამაშე მიწაზე წვება, ფეხებს მაღლა აიშვერს და ფეხებზე თავშალს შემოახვევენ. პირს გაუკეთებენ, ხელში ჯოხებს მისცემენ და ზედ კაბას გადმოაცვამენ. ჯოხები ვითომ ხელებია. მერე მიუმღერებენ:

– შირიმშო! ესკერობა მოსულა,
ესკერს კრეფენ, მიჰყავანო,
შენი ქმარიც მიჰყავანო,
იტირე, იტირეო! –

ისიც გადაბრუნდება და ტირის. ან: შენი ქმარი არ მიჰყავანო! – და, -ჰა-პა -ჰა-ჰა! – გაიცინებს. 1969 წელს ჩაწერილი ტექსტი „რძალ–დედამთილიანის“ ციკლისაა ეუბნებიან, – დედამთილი გიკვდებაო! – იცინის, – გირჩებაო, – ტირის. თამაში სალაღობო შესაქცევარია.

ნ. ცქიტიშვილი

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები