ჭადმა თქვა (გაბაასება)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:07, 9 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჭადმა თქვა – გაბაასების ჟანრის ნაწარმოები, „ხილთა ქების“ ნიმუში. „ხილთა ქებაში“ მჭადის (სიმინდის) მონაწილეობა მერმინდელი მოვლენაა, რადგანაც თვითონ კულტურა საქართველოში გვიანაა შემოსული. მცენარეებთან დიალოგში მჭადი (სიმინდი) თავმდაბალია და მორიდებული:
- ჭადმა თქვა: „ერთსა მეც ვიტყვი,
- მეც მოსავალში ვწერივარ,
- მე არც არავინ მაკურთხებს,
- არცა ნაწილში ვწერივარ...
გ. შეთეკაური