ნაიადები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:14, 27 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნაიადები – (ბერძნ.) წყალთა ნიმფები. ზოგჯერ მათ ოკეანოსისა და თეტისის ჩამომავლებად მიიჩნევდნენ.
თავისი ნაიადა ჰყავდა ყოველ მდინარეს, ნაკადულსა თუ წყაროს, რომელთა სახელები მათივე ნაიადების მსგავსი იყო. ნაიადები იყვნენ ღმერთების აღმზრდელებიც, მეუღლეებიც. მათ თაყვანს სცემდნენ, როგორც ადამიანებისადმი კეთილგანწყობილ ბუნების ძალთა და ქორწინებათა მფარველებს. ნაიადებს წინასწარმეტყველებაც შეეძლოთ და განკურნვაც (განსაკუთრებით წყაროთა ნაიადებს), მღერაცა და ლექსების თხზვაც.