არნესენი ფრენკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:17, 18 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფრენკ არნესენი – (დან. Frank Arnesen; დ. 30 სექტემბერი 1956, კოპენჰაგენი), დანიელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. თამაშობდა „ფრემად ამაგერში" (1962-76), „აიაქსში“ (1975-81), „ვალენსიაში“ (1981-83), „ანდერლეჰტში“ (1983) და „ეინდჰოევენში“ (1985). მონაწილეობდა მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატში. დანიის ნაკრებში ჩაატარა 52 მატჩი (პირველი მატჩი: 5.10.1977 შვედეთი 0-1, ბოლო: 3.6.1987 ჩეხოსლოვაკია 1-1) და გაიტანა 14 გოლი.