აედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:46, 3 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აედი - (ბერძნ.) „მომღერალი, პოეტი, შემლოცველი.“
ეპიკური ხასიათის სიმღერების შემსრულებელი ძველ საბერძნეთში. თავდაპირველად, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა დამკვიდრებული ტექსტები, აედები უპირატესად მიმართავდნენ იმპროვიზაციას, ემსახურებოდნენ მაშინდელი თემისა თუ ქალაქების მფლობელებს. მოხეტიალე აედების ხელოვნებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბერძნული ეპოსის ფორმირებაში.