ავტობიოგრაფია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:51, 3 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავტობიოგრაფია – (ბერძნ. αὐτός-თვითონ, βίος-ბიოს γράφω-ვწერ), საკუთარი ცხოვრების აღწერა. მხატვრულ ლიტერატურაში იგი წარმოადგენს დოკუმენტური მხატვრული პროზის ერთ-ერთ სახეობას. ავტობიოგრაფიული ნაწარმოები მემუარებისა და ნარკვევისაგან იმით განსხვავდება, რომ აქ მწერალი ძირითადად მოგვითხრობს თავისი ცხოვრების შესახებ. მაგ., ვაჟა-ფშაველას „ჩემი წუთისოფელი“, ვ. მაიაკოვსკის „მე თვითონ“...
ამავე დროს არსებობს ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებებიც. ასე იწოდება თხრობითი ჟანრების ის ნაწარმოებები, რომლებშიც მწერლის ცხოვრება ასახულია არაპირდაპირ, სხვა პერსონაჟის ცხოვრების სახით.