ავტორის მეტყველება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:26, 8 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ავტორის მეტყველება – მეტყველება, რომლითაც მხატვრულ ნაწარმოებში აღწერილია ამბავი, დახასიათებულია გარემო, სიტუაციები, პერსონაჟები. მაშასადამე, იგი ნაწარმოების თხრობითი ნაწილის ენაა.
ეპიკურ ნაწარმოებებში ავტორის მეტყველებასთან ერთად მოცემულია პერსონაჟთა მეტყველება. დრამატულ ნაწარმოებებში ავტორი არ ჩანს, მხოლოდ პერსონაჟთა დიალოგები და მონოლოგები გვაქვს მოცემული, ხოლო ლირიკაში ძირითადად ავტორი მეტყველებს.
ავტორის მეტყველება ემყარება სალიტერატურო ენას.