ადგილობრივი კოლორიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:35, 8 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ადგილობრივი კოლორიტი − (იტალ კოლორიტო, ლათინ. კოლორ − ფერი) – ქვეყნის რომელიმე ნაწილის ყოფა-ცხოვრების (ყოფითი წვრილმანების), მეტყველებისა და პეიზაჟის თავისებურებათა ასახვა მხატვრულ ნაწარმოებში. აღნიშნულ თავისებურებათა ტიპიური ნიშნების წარმოსახვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მართალი, რეალისტური სახეების შექმნაში, ხოლო პირდაპირი, დაწვრილებითი, განურჩეველი აღწერა რაც ნატურალიზმისათოვის არის დამახასიათებელი, უარყოფით გავლენას ახდენს ნაწარმოების მხატვრულ ღირსებაზე.