აკმეიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:36, 8 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკმეიზმი – (ბერძ. „აკმე“ – მწვერვალი, უმაღლესი) – ერთ–ერთი მოდერნისტული მიმართულება მეოცე საუკუნის პირველი ათეული წლების რუსულ პოეზიაში. ამ მიმართულების წარმომადგენლები იყვნენ: ნ. გუმილიოვი. ს. გოროდეცკი, ა. ახმატოვა, ო. მანდელშტამი, მ. კუზმინი, მ. ზენკევიჩი და სხვები, რომლებიც თავდაპირველად „პოეტების საამქროს“ სახელწოდებით არსებულ წრეში გაერთიანდნენ, ხოლო 1912-13 წლებში გამოვიდნენ აკმეისტების სახელით. ეს მიმართულება, რომელიც ხშირად იწოდებოდა „ადამიზმადაც" (ბიბლიური ადამის მიხედვით), 1912 – 1913 წლებში დაკავშირებული იყო ჟურნალ „აპოლონთან".
აკმეისტები ქადაგებდნენ ინდივიდუალიზმს, მისტიციზმსა და პრინციპს „ხელოვნება ხელოვნებისათვის“