ანაქრონიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:16, 8 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანაქრონიზმი – (ბერძ. ανά – უკან, χρόνος – დრო) – წინასწარგანზრახვით ან უნებლიეთ ქრონოლოგიური თუ ფაქტობრივი აღრევა: მოვლენის ან ფაქტის მიკუთვნება სხვა დროისათვის, სხვა ეპოქისათვის; ქრონოლოგიური შეუსაბამობა.
ანაქრონიზმს უწოდებენ აგრეთვე ძველი შეხედულებებისა და ჩვეულებების გამოვლინებას.
ანაქრონიზმი ხშირია ხალხური ზეპირსიტყვიერების ძეგლებში, აგრეთვე ანაქრონიზმები გვხვდება „ნინოს ცხოვრების“ ერთ ნაწილში, გ. ერისთავის პოემაში „ოსური მოთხრობა“, დ. ჭონქაძის „სურამის ციხეში“, ა. წერეთლის „ბაში-აჩუკში“..