აპოლოგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:55, 8 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აპოლოგია - (ეტიმ. ბერძ. apologhía „დაცვა“). ძველ საბერძნეთში ეწოდებოდა სიტყვიერ ან წერილობით დასაცავ გამოსვლას. აპოლოგიას ხშირად მიმართავდნენ რელიგიური ბრძოლების დროსაც; ცნობილია იუსტინე მოწამის, ტერტულიანეს, ორიგენის და სხვათა აპოლოგიები.
აპოლოგია ეწოდება აგრეთვე იგავ-არაკს დიდაქტიკური პოეზიის ერთ-ერთ სახესხვაობას. საერთოდ კი აპოლოგია ნიშნავს რომელიმე მოძღვრების, მიმდინარეობის მთლიანად და დაბეჯითებით დაცვას. აქედან ნაწარმოებია აპოლოგეტი – რომელიმე მოძღვრების დამცველი ან რომელიმე პიროვნების ზომაზე მეტად შემქებელი.