ასონანსური რითმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:25, 8 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასონანსური რითმა – არაზუსტი რითმა, რომელშიც ხმოვნები მეორდება, თანხმოვნები კი რამდენადმე ურთიერთგანსხვავებულია.

ასონანსური რითმა რამდენიმე სახისაა იმისდა მიხედვით, თუ რა ხასიათისაა თანხმოვანთა განსხვავებულობა:

1. შიდა თანხმოვნის (თუ თანხმოვნების) დაკლება რითმის ერთ თანაწევრში (უხილავი − მხიბლავი).
2. ბოლო თანხმოვნის დაკლება რითმის ერთ თანაწევრში (თავიდან − ავიდა).
3. გამეორებულ თანხმოვანთა გადასმ-გადმოსმა (დამათოვს-მადათოვს).
4. მონათესავე თანხმოვანთა შეხვედრა (ნამგალი-სამკალი).
5. სრულიად სხვადასხვა თანხმოვანთა შეხვედრა (ფერგადაშლილი-ყვავილი).


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები