დისონანსი (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:29, 14 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დისონანსი - (ფრანგ. Dissonance), არაკეთილხმოვანება. 2 ან მეტი ბგერის ერთდროული ჟღერადობა, რომლებიც მსმენელის აღქმაში არ ირწყმებიან ერთიან ბგერით კომპლექსში და ამიტომ წარმოშობენ მკვეთრ, სმენის გამაღიზიანებელ ჟღერადობას. დისონანსის საპირისპირო ცნებაა კონსონანსი.