დღიური (ჩანაწერი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:11, 14 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დღიური – ავტორის დაკვირვებების, კვლევა-ძიების, ექსპედიციის, მოგზაურობის შედეგებისა და პირადი (ავტობიოგრაფიული) ხასიათის ყოველდღიური ან პერიოდული ჩანაწერები.
დღიურის ფორმას იყენებენ მხატვრულ ლიტერატურაშიც: მას ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი წერს, მაშასადამე, აქაც ამ გმირის ცხოვრება პირველ პირშია გადმოცემული, მაგალითად, კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცებაში“ ჩართულია თარაშ ემხვარის დღიურები. მხატვრულ ლიტერატურაში ზოგჯერ დღიურები მართლაც ავტობიოგრაფიულია. მაგალითად, ცნობილი ჩეხი კომუნისტის იულიუს ფუჩიკის „რეპორტაჟი სახრჩობელადან“, ფაშისტთა ტყვეობამი დაღუპული პატარა გოგონა „ანა ფრანკის დღიურები“ და სხვ.