ეზოპეს ენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:12, 15 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეზოპეს ენა – იგავით, ნართაულად, გადაკვრით ლაპარაკი ან წერა (ტერმინი მომდინარეობს ძველი ბერძენი იგავთმწერლის ეზოპეს სახელიდან; ეზოპეს საშუალება არ ჰქონდა პირდაპირ გამოეთქვა საკუთარი აზრი). ეზოპეს ენას (იგავურ, შენიღბულ თქმას) მწერალი იყენებს მაშინ, როდესაც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოვლენებზე ცენზურისა თუ პოლიტიკური ვითარების გამო პირდაპირ წერა შეუძლებელია.