ეპისტოლური ლიტერატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:53, 16 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეპისტოლური ლიტერატურა (ბერძ. ეპისტოლე – წერილი, მიმართვა),
- საზოგადო მოღვაწეების, მეცნიერების, მწერლების პირადი წერილები.
- ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც აგებულია რომელიმე პირისადმი წერილობით მიმართვაზე, პირად წერილებზე – მოქმედ პირთა შორის მიწერ-მოწერაზე.
მაგალითად, გოეთეს – „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“, დოსტოევსკის – „საწყალი ადამიანები“.