ეტიუდი (ლიტერატურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:30, 17 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეტიუდი – (ფრანგ. étude –სწავლა, ვარჯიში) – უმცირესი ფორმის ეპიკური ნაწარმოები, უახლოვდება მინიატიურას.
ეტიუდი ეწოდება აგრეთვე ლიტერატურულ, კრიტიკულ, ისტორიულ, ფილოსოფიურ ან მეცნიერულ ნარკვევს, რომელიც მოცემული საკითხის შეკუმშულ, მოკლე ანალიზს მოიცავს.
ქართულ ლიტერატურაში ცნობილია შიო არაგვისპირელისა და ნიკო ლორთქიფანიძის ეტიუდები. ლიტერატურულ-კრიტიკული და მეცნიერული ეტიუდების ნიმუშებია კიტა აბაშიძის „ეტიუდები“, აკად. კ. კეკელიძის „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ და სხვ.