აკა ლარენცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:02, 27 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკა ლარენცია – (რომ.) ძველი იტალიური ღვთაება.
გვიანი ხანის მითებში აკა ლარენცია გვევლინება მწყემს ფაუსტულუსის მეუღლედ, იმ ფაუსტულუსისა, რომელმაც იპოვნა რომულუსი და რემუსი. აკა ლარენციას თორმეტი ძე არვალელი ძმების ქურუმთა კოლეგიაში მოიხსენიება. აკა ლარენციას აიგივებენ აგრეთვე ღვთაება დეა დიასთან.